რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლებების ინტენსივობას წელს 10%-ით გაზრდის

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქი, ოკუპირებულ აფხაზეთში, წელს, პრაქტიკული სწავლებების ინტენსივობას 10%-ით გაზრდის.

ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამხედროები ათასზე მეტ მეცადინეობას და ტაქტიკურ სწავლებას გაივლიან საბრძოლო და საკონტროლო სროლების გამართვით.

ჯარისკაცები და ოფიცრები გამოიყენებენ Т-72Б3-ის ტიპის ტანკებს და ჯავშანმანქანებს БТР-82АМ, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, ასევე განახორციელებენ სროლებს „გრადის“ და „აკაციის“ ტიპის დანადგარებიდან.

სწავლებები ექვს ერთობლივ პოლიგონზე ჩატარდება, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ასტრახანის და ვოლგოგრადის ოლქებში, ასევე ადიღეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები