გორში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

გორში, ე.წ ბარაკების დასახლებაში, გუშინ, გვიან ღამით, საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

დაზარალებულების განცხადებით , შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სოფელში იმყოფებოდნენ. გვიან ღამით დაბრუნებულებს კი საცხოვრებელში უცხო პირები შენიშნეს ,თუმცა მათ ფანჯრიდან გადასვლა მოასწრეს.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო ,რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები