დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, შოთა ნადირაშვილის, უშაკოვის და მთისძირის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V, VI, VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანი I, II, III მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), დუმბაძის, ალეკო გობრონიძის და ლეო კერესელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII, VIII მიკრორაიონების, თეთრი ტბის დასახლების, სოფელი გლდანის, ბადრი კობახიძის, ზაქარია მაისურაძის, დავით აღმაშენებლის (გლდანი), გიორგი ბაბილოძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, ვაჟა ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ქვემო ვეძისის დასახლების, იმედაშვილის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ილია ოდიშელიძის, ანაგის, ლვოვის, გაბრიელ ისაკაძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ონიაშვილის, სახოკიას, ყუშიტაშვილის, გაგარინის, გოთუას, არდაზიანის, გურამ ფანჯიკიძის, კანდელაკის, შარტავას, ოჩამჩირის, ვიტალი დარასელიას, ოდესის, სოკრატ არშბას, ზოვრეთის, მგალობლიშვილის, კოსტავას, ზემო ვეძისის, ჟღენტის, შალვა ნუცუბიძის, მარგიანის, პაბლო პიკასოს ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I კვარტლის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, გოთუას და ჟღენტის ქუჩების მცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, პეტრე ქავთარაძის და შავიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), აეროპორტის დასახლების, აეროდრომის დასახლების მე-9 ქუჩის, გარდაბნის გზატკეცილის, ზემო მეტალურგიულის, ქინძმარაულის, რქაწითელის, ნაკადულის, საფერავის, ჩხავერის, თავკვერის, ველისთავის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოხუას და კედიას ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 02:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, თამარ მეფის გამზირის, გედევანიშვილის, ტყვიავის, მაზნიაშვილის, ახალციხის, ივანე როსტომაშვილის, საქანელას, ცხემის, სანაპიროს, მამარდაშვილის, 9 აპრილის, 8 მარტის, რომის, სანკტ-პეტერბურგის, ხეთაგუროვის, ელენე ახვლედიანის, კოტე ხიმშიაშვილის, ხუდადოვის, კანკავას, ნიკოლოზის, ფშავის, პლატონის, ოცდაექვსი მაისის, ტურგენევის, ივანე ჯავახიშვილის, ლაღიძის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ვანო სარაჯიშვილის, ბარათაშვილის და ბროსეს ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები