თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასიდან“ ცნობით აღნიᲨნულის მიზეზი სარემონტო სამუᲨაოებია.
მათივე ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გურამიშვილის და შალვა ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და გობრონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.