წყალმომარაგების კომპანიამ ბაკურიანში წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთების ფაქტები აღმოაჩინა

“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა დაბა ბაკურიანის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის რეაბილიტაციისა და მონიტორინგის პროცესში, წყლის სისტემის ცენტრალურ მაგისტრალზე უკანონო დაერთებები გამოავლინეს”, – ამის შესახებ “კვირას” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, უკანონო დაერთებების დემონტაჟი ადგილზევე განხორციელდა.

“უკანონო დაერთებების დემონტაჟი (ჩაჭრა) ადგილზევე განხორციელდა, რაზეც შედგა შესაბამისი აქტები. ამჟამად მიმდინარეობს იმ ობიექტების დადგენა, რომლებიც უკანონოდ მოიპოვებდნენ წყალს ცენტრალური მაგისტრალიდან. ობიექტების საბოლოო დადგენის შემდეგ, კომპანია მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
უკანონო დაერთებები აღმოჩენილია წყალმომარაგების სისტემის იმ მაგისტრალზე, რომლითაც ხდებოდა ბაკურიანის ძირითადი ავზის შევსება. შესაბამისად, მაგისტრალიდან საათში 30 ტონაზე მეტი წყალი იკარგებოდა, რაც დამატებით აფერხებდა დაბის გამართულ წყალმომარაგებას”, – ნათქვამია განცახდებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები