ალხას კვიწინია: რა საჭიროა მინისტრების შეცვლა – თუ ამ გზით ვივლით იგივე განმეორდება

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ.პრეზიდენტობის კანდიდატი, ალხას კვიწინია, მიიჩნევს, რომ „ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელმა ხალხის გაერთიანებისთვის ნაბიჯები უნდა გადადგას“.

„არ შეიძლება ადამიანების დაყოფა შენიანებად და სხვისიანებად. მესმის, რომ არსებობს პროფესიონალებისგან და სანდო ადამიანებისგან შემდგარი მმართველობა, მაგრამ თუ ფართო წრეზე ვისაუბრებთ – ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, მინისტრებს, მეურნეობების ხელმძღვანელებს – რა საჭიროა მათი შეცვლა? თუ ამ გზით ვივლით, იგივე განმეორდება“,-აღნიშნა კვიწინიამ.

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

როგორც 13 იანვარს გახდა ცნობილი, ოპოზიციის კანდიდატად, ასლან ბჟანია, იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები