გურიაში “ნაცმოძრაობის” წევრები პრეზიდენტს პრასით, ლობიოთი და მჭადით დახვდნენ
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის” წევრები სიმბოლური აქციით დახვდნენ. მათ ადგილზე ლობიო, მჭადი და პრასი მიიტანეს და აღნიშნულით, მათი თქმით, პრეზიდენტს რეგიონში არსებული სიღარიბე შეახსენეს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში ტრადიციულ “კალანდას” დაესწრება, მანამდე კი ოზურგეთის ფონკლორის ცენტრში წარმოდგენას – “შობის ჯადოსნურ ღამეს” ესწრება.