ასლან ბჟანია ე.წ. არჩევნებში კენჭს იყრის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია იყრის. ამის შესახებ თავად ბჟანიამ განაცხადა.

ასლან ბჟანია, 2019 წლის ე.წ.არჩევნებში მონაწილეობა მოწამვლის გამო ვერ მიიღო, ამიტომ, ოპოზიციის სახელით კენჭს ალხას კვიწინია იყრიდა, რომელმაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბასთან რამდენიმე პუნქტით წააგო, თუმცა ე.წ. ცესკოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და 10 იანვარს ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ შედეგები ბათილად ცნო.

ასევე, ცნობილია, რომ ე.წ არჩევნებში მონაწილეობას ყოფილი კანდიდატი ლეონიდ ძაფშბა მიიღებს.

რაც შეეხება ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, ის „პრეზიდენტობისთვის“ აღარ იბრძოლებს. ე.წ. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 12 იანვარს გააკეთა.

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები