რუსთავში ერთ-ერთ რესტორანში მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავის ერთ-ერთ რესტორანში შუახნის მამაკაცმა მოულოდნელად გონება დაკარგა და გარდაიცვალა. როგორც “რეგიონული კვირისთვის” გახდა ცნობილი მამაკაცი საამეგობროსთან ერთად იმყოფებოდა რა დროსაც მოულოდნელად, გონება დაკარგა. ადგილზე მივიდა გადაუდებელი დახმარების ჯგუფი, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის, უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს გამოძიება სისხლის სართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.