გოგი გვახარია C ჰეპატიტის პროგრამაზე: ნუ დააზარალებთ პროგრამას პოლიტიკოსების ისტერიკებით

“ნუ დააზარალებთ პროგრამას პოლიტიკოსების ისტერიკებით”,-ამის შესახებ ბლოგერი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში წერს.
​როგორც მან აღნიშნა, ცე ჰეპატიტის თემით სპეკულაცია დაბალი დონის საქციელია.
“ბოდიში და ძაან “ბანძობა” მგონია ცე ჰეპატიტის წამლების თემით სპეკულაცია. ვინმეს უარი უთხრეს მკურნალობაზე? ფული მოსთხოვეს წამალში? რამდენ ადამიანს დაეხმარა ეგ პროგრამა. წამლები მეც გადავყარე გუშინ ვადაგასული, რადგან არ დამჭირდა. “უბორკა” მქონდა. მათ შორის ძალიან ძვირი წამალი. 2-3 სი*ის გამო ნუ დააზარალებთ ახლა პროგრამას პოლიტიკოსების ისტერიკებით”, -წერს გვახარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები