დონალდ ტრამპი საგანგებო სხდომას მართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში საგანგებო სხდომას მართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში მივიდა პენტაგონის ხელმძღვანელი მარკ ესპერი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
გვიან ღამით, ირანმა ერაყში ამერიკის სამხედრო ბაზების მისამართით 22 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომლის შედეგად, მედიის ინფორმაციით, 80 ადამიანი დაიღუპა.
ამასთან, აშშ-ში აცხადებენ, რომ იერიშის შედეგად ამერიკელი სამხედროები არ დაღუპულან. ერაყის არმიაშიც განაცხადეს, რომ მათ რიგებში დანაკარგი არ ყოფილა.