ავარიას ატოცთან 9 წლის მოზარდი ემსხვერპლა
ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან ავტოსაგზაო შემთხვევას 9 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ავტომობილს გარდაცვლილი ბავშვის მამა მართავდა, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
როგორც შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.