დედოფლისწყაროში დამწვარი ნაძვის ხის ადგილას ახალს ამონტაჟებენ

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს დედოფლისწყარო ახალი ნაძვის ხით შეხვდება.
როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი აცხადებს, ნაძვის ხის მონტაჟი ქალაქის ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს.
“ჩვენი მთავარი ნაძვის ხე დაიწვა, უფრო სწორად დაგვიწვეს. მინდა აქვე მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებმაც ოპერატიულად მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს და დაადგინეს ის პიროვნება, ვინც ეს ჩაიდინა. დამნაშავეს სამართალდამცველები მიხედავენ, მე კი მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩამოვიტანეთ სრულიად ახალი ნაძვის ხე, რომლის მონტაჟიც ამ წუთებში მიმდინარეობს. ეს იქნება კახეთში ყველაზე დიდი და ვიმედოვნებ, ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომლის ირგვლივაც განთავსდება განათებული საახალწლო ფიგურები“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე 2 იანვარს, გვიან ღამით დაიწვა და ვიდეო სოციალური ქსელით გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები