ურუგვაიში ქალების გახშირებულ მკვლელობებთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ურუგვაის პრეზიდენტმა, ტაბარე ვასკესმა, გენდერული ძალადობის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

რეჟიმი მას შემდეგ იქნა შემოღებული, რაც ქვეყანაში ქალების ხშირი მკვლელობების გამო, არეულობა მოხდა. ვითარების გამოსასწორებლად ზომათა კომპლექსიის შემოღება იგეგმება.

მათ შორის არის ელექტრონული სამაჯურების პროგრამის ამოქმედება.

გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში საჭიროა ღრმა კულტურული ტრანსფორმაცია და არსებული წესების შეცვლა, რომლებიც ქალებსა და არასრულწლოვნებში ძალადობას ახალისებენ.

„სახელმწიფომ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ასევე საზოგადოების თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით მამაკაცებმა, საკუთარ ყოველდღიურ ქცევას უნდა გადახედონ“, – განაცხადა ურუგვაის პრეზიდენტის მდივნის მოადგილემ ხუან ანდრეს რობალიომ.

ქვეყნის შსს-ს მონაცემით, ურუგვაიში ყოველდღიურად ქალებზე ძალადობასთან დაკავშირებით100-ზე მეტი საჩივარი ფიქსირდება. ამასთან, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ წელს მამაკაცების მხრიდან ძალადობას 35 ქალი ემსხვერპლა, მათგან სამი საშობაო დღესასწაულზე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები