გუგა ქაშიბაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, პიროტექნიკის გამოყენებისას აუცილებლად დაიცავით ელემენტარული წესები

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პიროტექნიკის გამოყენებისას ელემენტარული წესები აუცილებლად დაიცვან.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, წესების დაუცველობის გამო, ხელები და გულ-მკერდის არე უზიანდებათ.

“მოსახლეობის მიმართ, ჩვენი მრავალჯერადი გაფრთხილების მიუხედავად, მაინც საკმაოდ ხშირია პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტები, განსაკუთრებით კი ბავშვები, რადგან დაახლოებით 60% სწორედ მათზე მოდის, ხოლო 40% კი მოზრდილებზე. თითქმის ყველა შემთხვევა ელემენტარული უსაფრთხოების წესების დაუცველობაა, ძალიან ხშირად ზიანდება ხოლმე ხელის როგორც მარჯვენა ასევე, მარცხენა მტევანი, შემდეგ კი სახისა და გულ-მკერდის არე.

კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო და მოვუწოდო, რომ ბავშვებისათვის მაინც არ გახდეს პიროტექნიკა ხელმისაწვდომი, თუ გვინდა მათი გამოყენება, ელემენტარული წესები აუცილებლად უნდა დავიცვათ,” – განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები