ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.
„მივესალმებით სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც 9 ნოემბერს „საზღვრის“ უკანონო კვეთისთვის დააკავეს. მომავალში მსგავსი ტიპის დაკავებები არ უნდა მოხდეს და ყველასთვის თავისუფალი გადაადგილება გარანტირებული უნდა იყოს“, – აღნიშნულია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.