კარლ ჰარცელი: მივესალმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას და ხაზს ვუსვამ გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის მნიშვნელობას

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, ის ექიმის გათავისუფლებას მიესალმება.
„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას, რომელიც საახალწლოდ საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა.
​ნება მომეცით, ამავდროულად, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა გადასასვლელი პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნის მნიშვნელობას“, – წერს კარლ ჰარცელი სოციალურ ქსელში.
​შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები