ახალგორის მკვიდრმა, ბიბილოვს უთხრა, რომ საქართველოში უნდა ცხოვრება და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ტოვებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა, ახალგორის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, რომლის დროს ერთმა ქალმა მიმართა მას და უთხრა, რომ საქართველოში უნდა ცხოვრება და ე.წ. სამხრეთ ოსეთს ტოვებს.

კიდევ ერთმა ქალბატონმა პირიქით განაცხადა, რომ მისი მეუღლე ე.წ.სამხრეთ ოსეთის მოქალაქეა და „რესპუბლიკაში უნდა დაბრუნება, თუმცა დღეს ასეთი შესაძლებელობა არ აქვს“.

ბიბილოვის თქმით, „არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუდმივ საცხოვრებლად ნებისმიერ ქვეყანას ირჩევენ, და ასეთ ადამიანებს არავინ არ უნდა შეეწინააღმდეგოს. საზღვრის გადაკვეთა საცხოვრებლის არჩევას არ უკავშირდება. თუ ადამიანს სურს საცხოვრებლის შეცვლა, ასეთ ადამიანს პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. იმავე დროს, ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის მიღმა იმყოფებიან არ არის აუცილებელი საქართველოში დარჩნენ, სახლში უნდა დაბრუნდნენ“, – თქვა ბიბილოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები