გორში საფეხმავლო სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორში აღმაშენებლის გამზირზე საფეხმავლო სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით,ასფალტის საფარი, პანდუსები და ქვის ბორდიურები მწვანე ნარგავებისა და გაზონების გარშემო მოეწყობა .
,,პროექტისთვის, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შეარჩია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 106 997 ლარი გაიხარჯება. პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის 2019“ – ის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადმისტრაციულ ორგანოებში, ადგილობრივების მიერ 53 ინფრასტრუქტურული პროექტი შეირჩა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 464 564 ლარი გამოიყო”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.