გარდაბანში წყალმომარაგების პროექტის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო
ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტის (მარტყოფი,ნორიო, ახალსოფელი, ვაზიანი, ახალი სამგორი) მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე, მშენებლობის პროცესს და სამუშაოების ხარისხს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი – რამაზ ბუდაღაშვილი გაეცნო.
ამ ეტაპზე, სათავე ნაგებობიდან სოფლებამდე მისასვლელი ცენტრალური მილსადენის მოწყობასთან ერთად , აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში რეზერუარების მშენებლობა.
პირველი ეტაპის სამუშაოების ფარგლებში სათავე ნაგებობაზე უკვე მოეწყო ჭაბურღილები, საქლორატორო და სატუმბი სადგური.
პარალელურ რეჟიმში, სოფელ მუღანლოს წყალმომარაგებისთვის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.