გორში ავარიისას დაშავებული 10 წლის გოგონა თბილისში გადაჰყავთ
გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის გოგონა, ამ წუთებში, კატასტროფული მედიცინის ცენტრს გორიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.
გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, დღის პირველ ნახევარში, კომბინატის დასახლებაში მოხდა. მოზარდს მიკრო ავტობუსი დაეჯახა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 2 ნაწილით დაიწყო.