გორში ავარიის შედეგად 10 წლის გოგონა დაშავდა
გორში, კომბინატის დასახლებაში, არასრულწლოვანს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
“შემოყვანილია 10 წლის გოგონა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის დაზიანება. ასევე, თავის არეში მრავლობითი სისხლჩაქცევები. ამ დროისთვის უტარდება ყველა საჭირო გადაუდებელი სამედიცინო გამოკვლევა”,- განაცხადეს “გორმედში”.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 2 ნაწილით დაიწყო.