ცოტნე გამსახურდიას მეუღლე: პეტრე ყუფარაძე ცოტნეს მეგობარია, მისი მხრიდან თავდასხმა გამორიცხულია

პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განაცხადა.
მისი თქმით, ის საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს არ იცნობს, თუმცა იცის, რომ ერთ-ერთი ბრალდებული მეზობელია.
“დღეს იქნება სასამართლო პროცესი, გავრცელდა რამდენიმე ვერსია, რაც წავიკითხე რაღაც ზღაპრებს ჰგავს. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვიცი, რომ სახლიდან გავაცილე და ცოტა ხანში მოხდა ეს, ჭიშკართან ეყარა ნივთები და სისხლიც იქ იყო. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ეს არის ცოტნეს ბავშვობის მეგობარი. პეტრეს მხრიდან ცოტნეზე თავდასხმა არის აბსოლუტურად გამორიცხული, თუ პეტრე იყო, მხოლოდ შეეცდებოდა გადაფარებოდა ცოტნეს. ამას ნამდვილად ვიტყვი, სხვა ადამიანებს მე არ ვიცნობ, ერთ-ერთი არის მეზობელი. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, მძიმეა, მაგრამ სტაბილურია. ალბათ, სამ-ოთხ დღეში კიდევ განმეორებით კომპიუტერულ ტომოგრაფიას როდესაც გააკეთებენ, იქ გაირკვევა საბოლოოდ, როდის გააღვიძებენ და რა მდგომარეობაა“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარუდგინა.
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები