“თავისუფლება ვაჟა ექიმს”- ქუთაისში აქცია გაიმართა
სამოქალაქო მოძრაობა “შეცვალეს” წევრები ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობას აპროტესტებენ .
ახალგაზრდები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ოპოზიციის დევნას თავი დაანებოს და ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას.
ცნობისთვის, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წელიწადი და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღეს გაიმართა.
ექიმი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. ქართველი ექიმი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ორჭოსანთან 9 ნოემბერს დააპატიმრეს, სადაც იგი პაციენტის მოსანახულებლად იყო ჩასული. მას ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა წაუყენეს.