დაბა ჩაქვი-აბაშიძის ქუჩის საავტომობილო გზაზე ახალი ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაბა ჩაქვი-აბაშიძის ქუჩის საავტომობილო გზაზე ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები 25 დეკემბერს დასრულდება, ხიდის მშენებლობის პროცესს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გაეცნო. მუხრან კაკაბაძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს და აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას გაესაუბრა და პროექტის მიმდინარეობა შეაფასა.

ახალი ხიდით 5 ოჯახი ისარგებლებს.
სამუშაოებზე ბიუჯეტიდან 90 743 ლარია გამოყოფილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები