რუსთავში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეექვსე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს.