გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მეექვსე კლასელი გოგონა დაშავდა
გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მეექვსე კლასელი გოგონა დაშავდა. მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
როგორც თვითმხილველი “რეგიონულ კვირას” უყვება, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, არასრულწლოვანმა კი ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო.
მოზარდი თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შსს-ს განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.