ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა გადაიდო

აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა, რომელიც დღეს, 14:00 საათზე იყო დაგეგმილი, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო გადაიდო.

ტრაგედიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“შემძრა 15 წლის ლუკას გარდაცვალებამ. მჯერა, რომ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ყველა კითხვას, გამოძიების მხრიდან, გაეცემა სათანადო პასუხი და ყველა დამნაშავე დაისჯება. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანაკლასელებს და მთელ საზოგადოებას”,- დაწერა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ გარდაიცვალა. ამ საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები