გორის მუნიციპალიტეტს ჩინეთის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა
გორის მუნიციპალიტეტს ჩინეთის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობდა, რომელთა შორის გუანდუნის პროვინციის 7 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ. სტუმრები გორის მერს შეხვდნენ და ქალაქის პოტენციალს გაეცნენ. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო აქტიური თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრეს.
დელეგაციის წევრებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმები და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
“გუანდუნის პროვინციის, ქალაქი იუნფუ გორს რამდენიმე თვის წინ დაუმეგობრდა. შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობას სამეცნიერო, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში. გორთან დაძმობილების ინიციატივა ჩინეთის ქალაქ იუნფუს ხელმძღვანელობას ეკუთვნის. მათ კონსტანტინე თავზარაშვილი დოკუმენტის გასაფორმებლად ჩინეთში მიიწვიეს”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.