აზერბაიჯანი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების TOP 50 -შია, საქართველო და სომხეთი რეიტინგში ვერ მოხვდნენ

აზერბაიჯანი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგში 45-ე პოზიციაზეა. როგორც U.S. News-ის პუბლიკაციაშია მითითებული,რეიტინგი პენსილვანიის უნივერსიტეტის BAV Group-ის და Wharton School-ის ანალიტიკოსებმა შეადგინეს.

U.S. News-ის თანახმად, რეიტინგში პირველ ადგილშე ამერიკის შეერთებული შტატებია, მეორეზე რუსეთი,ხოლო მესამე ადგილი ჩინეთმა დაიკავა. ყველაზე გავლენიანი ქვეყნების ხუთეულში შევიდნენ გერმანია და დიდი ბრითანეთიც. საქართველოს მეზობლებიდან თურქეთი აღნიშნულ რეიტინგში მე-16 პოზიციაზეა,ირანმა მე-13 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს, მისთვის რეიტინგში ადგილი არ მოიძევნა, ისევე როგორც სომხეთისთვის.

რეიტინგის შედგენისას მისმა ავტორებმა შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელეს: ეკონომიკა, შეიარაღებული ძალები, პოლიტიკური გავლენა და სხვადასხვა სამხედრო და პოლიტიკური ალიანსების წევრობა.

BAV Group-ისა და Wharton School-ის ანალიტიკოსებების მიერ შედგენილ რეიტინგში სულ მსოფლიოს 80 ქვეყანა შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები