სუს-ი: სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრის დაკავების ფაქტი არ დასტურდება
რუსი სამხედროების მიერ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრის, 96 წლის გორა ღარიბაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.
როგორც “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუმარტეს, „ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, თუმცა მისი უკანონო დაკავების ფაქტი არ დასტურდება“.
გორა ღარიბაშვილის დაკავების შესსხებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.