ნატო რუსული წყალქვეშა ნავების გააქტიურებას აფიქსირებს – ალიანსი პასუხისთვის ემზადება

ნატო “ცივი ომის” შემდეგ, რუსული წყალქვეშა ნავების უპრეცედენტო გააქტიურებას აფიქსირებს.

ამის შესახებ RedaktionsNetzwerk Deutschland წერს.

ალიანსის წარმომადგენელმა, ოანა ლუნგესკუმ, განაცხადა, რომ რუსეთი წყალქვეშა ოპერაციებს აძლიერებს, რასაც ნატო პატრულის გაზრდით უპასუხებს. ასევე აღინიშნება, რომ ალიანსმა წყალქვეშა თავდაცვაზე მეტი ფული უნდა გამოყოს.

კერძოდ, რუსეთის გააქტიურება შეინიშნება გრენლანდიასთან, ისლანდიასთან და ბრიტანეთთან.

ნატოში რუსეთის საქმიანობის გააქტიურების ერთ-ერთ ნეგატიურ სცენარს განიხილავენ, რომლის მიხედვით, რუსულ წყალქვეშა ნავებს შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის სადენების დაზიანება შეუძლიათ, რომელთა გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული ინტერნეტ-კომუნიკაციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები