გიორგი ღაღანიძე: ჩვენი ქვეყნისათვის ევროპული, ევროატლანტიკური მისწაფებები ყოველთვის წარმოადგენდა ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დეკანი გიორგი ღაღანიძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც პროფესორმა სოციალურ ქსელში დაწერა, ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ქვეყნისთვის უზარმაზარი გამარჯვებაა:

„ჩვენი ქვეყნისათვის ევროპული, ევროატლანტიკური მისწაფებები ყოველთვის წარმოადგენდა იმ ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლისკენაც ყოველთვის იყვნენ ორიენტირებული თაობები. ის რაც ყველაზე მეტად გვაახლოებს ევროპასთან არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისათვის, თაობისათვის, რომლებსაც გაუხსნეს შესაძლებლობები, ნახა თუ რა არის ის ცივილიზაციის აკვანი, სადაც ყოველთვის ვიყავით, რომლის ორგანული ნაწილი ვართ და სადაც დაბრუნება გვინდა. თავისთავად ცხადია, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით არის გადადგმული, ეს არის ჩვენი უზარმაზარი გამარჯვება”, – განაცხადა ღაღანიძემ.

საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ოფიციალურად, 27 ნოემბერს გახდა. სტრასბურგში ოფიციალურ ცერემონიაზე საფრანგეთმა საქართველოს სიმბოლური გასაღები გადასცა.

“ქართულმა ოცნებამ” დღეს, თავისუფლების მოედანზე, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი ღონისძიება “საქართველოს გზა ევროპისკენ” გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები