დიეგო კოლასი: მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ წელს დაგეგმილი არჩევნები ევროპის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს

​„შეხვედრის დროს აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შემდეგ წელს დაგეგმილი არჩევნები ევროპის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ყველამ უნდა იმუშაოს, რომ თავისუფალი და სამართლიანი დებატებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას.
„ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ყველამ უნდა იმუშაოს, რომ თავისუფალი და სამართლიანი დებატების წარმართვისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას, რადგან საქართველო ამას იმსახურებს. ეს ის ენაა, რომლითაც ყველას ველაპარაკებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვისაუბროთ“, – განაცხადა ელჩმა.
​ცნობისათვის, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მთავარი საკითხი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ოპოზიციონერი ლიდერებისა თუ აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეები იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები