სოფელ მუსხში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სოფელ მუსხში, სადაც მუსხი-ჭობარეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი ეწყობა.
ამ დროისთვის გზაზე ასფალტობეტონის საფარი იგება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.