რეგიონებს “ოცნების” მხარდამჭერების კოლონა რუსთავიდანაც შეუერთდა (ვიდეო)

„საქართველოს გზა ევროპისკენ“, რომელიც ევროპის დღეების დასკვნითი ღონისძიებაა, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები რუსთავიდან შეუერდებიან. 1500-ზე მეტი  რუსთაველი დედაქალაქისკენ კოლონად 14:00 საათზე გაემგზავრა.როგორც მათ “რეგიონულ კვირასთან” აღნიშნეს, თბილისში რეგიონებიდან ჩასულ მოქალაქეებს შეუერთდებიან და საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას ერთად იზეიმებენ.
ცნობისთვის, დღეს, 16:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება“ ღონისძიებას „საქართველოს გზა ევროპისკენ“ მართავს. მასშტაბურ შეკრებაზე რეგიონებიდან მხარდამჭერების და ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მოქალაქეების ჩამოყვანას “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები