ზახაროვა გაფრინდაშვილის საკითხზე: კეთილი ნება უნდა იყოს გამოვლენილი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას, განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთი მხარეებს მოუწოდებს, რომ საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ, კეთილი ნების გამოვლენის ჭრილში იყოს გადაწყვეტილი.
ამის შესახებ ზახაროვამ ჟურნალისტებს მოსკოვი-თბილისი-კიშინიოვი-მინსკის ვიდეოხიდის დროს, დღეს, განუცხადა.
„მოვუწოდებთ, საქართველოს და სამხრეთ ოსეთს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში არ გადაიყვანონ. მოვუწოდებთ, რომ აღნიშნული პრობლემა არსებული მექანიზმების ფარგლებში იყოს მოგვარებული. ჟენევის მოლაპარაკების დროს, რუსეთის წარმომადგენლებმა ორივე მხარეს ურჩიეს კეთილი ნება გამოავლინონ და არ დაუშვან, რომ გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით არსებულმა ვითარებამ კიდევ უფრო არ გაამწვავოს, ისედაც რთული ურთერთობა ცხინვალსა და თბილისს შორის“, – აღნიშნა ზახაროვამ.
ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, დღეს ჩატარდება.