“ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით ექსპოზიცია “მარადიული რომი“ გაიხსნა

საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით და “ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ გალერეაში, 11 დეკემბერს ექსპოზიცია “მარადიული რომი – რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან” გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიც ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს, რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე, შესანიშნავად წარმოაჩენს.

უკვე ორი წელია, იტალიის საელჩო ახორციელებს საქართველოში პროგრამას “Vivere ALL’italiana”, რომლის ფარგლებშიც უკვე გაიმართა ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და სხვა გენიალური მხატვრების გამოფენები და “ვითიბი ბანკი” ამ ინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია.

ექსპოზიცია “მარადიული რომი – რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან” 2020 წლის 29 თებერვლამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები