აჭარის მთავრობის სახლთან ადგილობრივებმა კირნათში ჰესის მშნებლობა გააპროტესტეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების მარადიდისა და კარნათის მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კირნათში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ თურქული კომპანია, რომელიც ჰესის სამუშაოებს ახორციელებს, დაზარალებულ ოჯახებს შესაბამის კომპენსაციას არ უხდის.
აქციის მონაწილეები “რეგიონულ კვრასთან” საუბრისას ყვებიან, რომ ჰესის მშენებლობისას მათი საცხოვრებლები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა. შესაბამის უწყებებს კი რეაგირება დღემდე არ მოუხდენიათ. აქციის მონაწილეებმა აღნიშნული პრობლემა თურქეთის საკონსულოსთანაც გააპრიტესტეს.
პრობლემასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მზადაა დაზარალებულებს შეხვდეს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა ჰესის მშენებლობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია და პროექტის განხორციელება აუცილებელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები