თორნიკე რიჟვაძე: 14 დეკემბერს, აქციაზე წასვლას ვინმეს აიძულებდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება

თბილისში 14 დეკემბერს ,,ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ დაგეგმილ აქციაზე წასვლას აჭარის მთავრობაშიც გეგმავენ. ამის შესახებ დღეს მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე – აიძულებენ თუ არა საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს 14 დეკემბრის აქციაში მონაწილეობის მიღებას, მთავრობის თავმჯდომარემ ამაზე კონკრეტული პირების დასახელება მოითხოვა.
,,მე არ ვიცი, ვის აიძულეს წასვლა აქციაზე, ამის შესახებ გაქვთ ინფორმაცია? თუ გაქვთ, ერთი ადამიანი მაინც მაჩვენეთ, ვინც იტყვის, რომ მოთხოვეს თბილისში წასვლა. ვცხოვრობთ თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ნებისმიერი ადამიანი თავისი სურვილისამებრ მოქმედებს. ჩვენ 14 დეკემბერს ყველანი ვაპირებთ თბილისში შეკრებას. ეს არის პარტიის ,,ახალგაზრდული ფრთის“ ინიციატივა და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ. რაც შეეხება იმას, თითქოს საჯარო სამსახურებიდან აქციაზე წასვლას ვინმეს ვაიძულებდეთ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები