სომალიში სასტუმროზე თავდასხმა მოხდა, არიან დაღუპულები

სომალის დედაქალაქ მოგადიშოს ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „სინჰუა“ პოლიციაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რადიოსადგურ Dalsan-ის ინფორმაციით, სასტუმროში პარლამენტის ორი წევრი, ასევე ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი იმყოფებოდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთი რადიკალური დაჯგუფების წევრებმა აიღეს.

პოლიციის ინფორმაციით, სასტუმროში 5 მებრძოლი შეიჭრა.

შენობიდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები