გიორგი ვაშაძე: ევროპარლამენტარები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა შოკირებულია იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არიან და იციან, რომ პოლიტიკაში საჯაროდ გაცემული პირობა ყოველთვის უნდა შეასრულო

სასტუმრო “ბილტმორში” ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპარლამენტარებთან შეხვედრას მართავენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე, “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა ევროპარლამენტარები, დასავლელი პარტნიორები ყველა შოკირებულია იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არიან და იციან, რომ პოლიტიკაში საჯაროდ გაცემული პირობა ყოველთვის უნდა შესრულდეს.
“ჩვენ მათ ავუხსნით თუ რამხელა ტყუილთან გვაქვს საქმე ქვეყანაში. თვითონ ისინიც, ევროპარლამენტარები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა შოკირებულია იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არიან და იციან, რომ პოლიტიკაში საჯაროდ გაცემული პირობა ყოველთვის უნდა შეასრულო და ასეთი ტყუილი არ არის დასავლური, ევროპული სტანდარტი. შეიძლება რუსეთში ან ასეთ ქვეყნებში ვნახოთ ხოლმე მსგავსი სახის ტყუილი რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები