Welcome to Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ავიაკომპანიად LUFTHANSA დასახელდა
Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოვების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანიად გერმანული Lufthansa დასახელდა. ნომინაციაში მას კონკურენციას ქართული Myway Airlines და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air უწევდნენ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 2019 წლის საუკეთესო ავიაკომპანია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების აეროპორტების დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ გამოავლინა.
საქართველოს ავიაბაზარზე LUFTHANSA 14 წელია ოპერირებს. წელს, თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით ავიაკომპანიამ სიხშირეებიც გაზარდა.
ცნობისათვის, Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება ეს არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში ინდუსტრიის მიღწევების აღსანიშნავად.
წლევანდელი ღონისძიება პროექტისთვის საიუბილეო იყო და მისი ფორმატი წინა წლების მოვლენებისგან საკმაოდ განსხვავდება. წელს დაჯილდოებაზე საუკეთესოდ 26 ნომინანტი აღიარეს.