სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, კონფერენცია „საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში” გაიმართა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში, ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საქართველოს ნიადაგები მსოფლიო ნიადაგების ჭრილში” გაიმართა.
კონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევ ფაქტორებსა და მათთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.
„ნიადაგის დაცვა და მისი ნაყოფიერების შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან საქართველოში ნიადაგის მდგრადი გამოყენება სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების მთავარი რეზერვი და მდგრად გარემოში ცხოვრების წინაპირობაა. საქართველოსთვის მიწის დეგრადაცია არა მარტო ეკოლოგიური, არამედ სოციალური და ეკონომიკური პრობლემაა“, – განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა.
კონფერენციაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა ნიადაგის ნაყოფიერების ეფექტიანი მართვის, ნიადაგის დაცვისა და მიწის ბაზრის ფორმირებისა და ფუნქციონირების თანამედროვე მდგომარეობასა და პრობლემებზე ისაუბრეს.
კონფერენციას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები