მამაკაცის გაუპატიურებისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცის გაუპატიურებისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მოსამართლე ირაკლი აბშილავამ სრულად გაიზიარა პროკურორ დავით პაპავას შუამდგომლობა, ძალადობაში ბრალდებული პოლიციელის ა.დ-ს საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება მამაკაცის სავარაუდო გაუპატიურებას ედავება და აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

” პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე, სრულად დაკმაყოფილდა. სასამართლო სხდომა ჩატარდა დახურულ ვითარებაში, იქიდან გამომდინარე რომ დანაშაული ეხებოდა სექსუალური ხასიათის დანაშაულს” – განაცხადა საქმის პროკურორმა დავით პაპავამ.

დაზარალებულის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია საია-ს ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს. უფლებადამცველის განმარტებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს.

მისივე განცხადებით, საქმეზე დანიშნულია რამდენიმე ექსპერტიზა.

“ჩვენ მას შემდეგ ჩავერთეთ საქმეში, რაც მოგვმართა დაზარალებულმა. პროკურატურაში, დაზარალებულის გამოკითხვა ჩვენი თანდასწრებით მოხდა.ჩვენი მონაწილეობით განხორციელდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, ბრალდებულის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით”,- განაცხადა ჯანო ჭკადუამ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატ სოსო ჯალაღონიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს.

“საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე ვერ მოგახსენებთ, სასამართლომ იმსჯელა ბრალდებულის პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რაც ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა. არადა კანონიდან გამომდინარე ეს უნდა დაესბუთებინა.ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას, 48 საათის განმავლობაში,  სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ბრალდებული არ ცნობს თავს დამნაშავედ.თუ რას ჰქონდა ადგილი, ამას გამოძიება დაადგენს”,- განაცხადა ბრალდებული პოლიციელის უფლებადამცველმა.

სხდომას თავად დაზარალებული არ ესწრებოდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 იანვარს ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები