ნათია თურნავა: მასწავლებლებზე, პენსიონერებზე, ჯარისკაცებზე და პოლიციელებზე კვლავ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება

“2020 წელსაც ჩვენი განსაკუთრებული საზრუნავი მასწავლებლები, პენსიონერები, ჯარისკაცები და პოლიციელები იქნებიან”,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ როდესაც ვამუშავებდით და პარლამენტში წარვადგინეთ ბიუჯეტი, ნათლად იყო გაცხადებული, მოსახლეობის და საჯარო მოხელეების კატეგორიები იქნებოდა და 2020-შიც იქნება ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, პენსიონერები, ჯარისკაცები და პოლიციელები. შესაბამისად, ეს არის სწორედ ამის დასტური, რომ მთავარი აქცენტი კეთდება პოლიციელების, ჯარისკაცებისა და სხვა რამოდენიმე კატეგორიის კეთილდღეობაზე“ ,- განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები