ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი ე.წ. შს მინისტრი ჰყავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. შს მინისტრად რაულ სმირი დანიშნა.

ე.წ. საკადრო ცვლილება მას შემდეგ განხორციელდა, რაც 22 ნოემბერს სოხუმის ცენტრში მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანის გარდაცვალების გამო, 2 დეკემბერს ე.წ. მთავრობის სახლთან ხალხი შეიკრიბა და მომხდარი გააპროტესტა.

აქციის მონაწილეები ე.წ. შს მინისტრის და ე.წ. გენპროკურორის გადადგომას ითხოვდნენ.

იმავე დღეს ორივე ე.წ. თანამდებობის პირი პოსტებიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები