გრემში ხანძრის დროს დამწვარი 30 წლის ქალი გარდაიცვალა

გრემში ხანძრის შედეგად დამწვარი 30 წლის მარიამ ეჟიშვილი გარდაიცვალა. მას სხეულის 50%- იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მარიამ ეჟაშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, თავდაპირველად, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი რეანომობილითი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა.

შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში 26 ნოემბერს მოხდა. ხანძარის შედეგად ადგილზე მარიამ ეჟიშვილის 10 წლის შვილი გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახის წევრმა ღუმელის ასანთებად დიზელის ნაცვლად ბენზინი გამოიყენა, რის შედეგადაც ბოთლში დარჩენილი საწვავი აფეთქდა და ცეცხლი მთლიან სახლზე გავრცელდა.ხანძარმა სრულად გაანადგურა საოჯახო ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები