ესტონეთის თავდაცვის მინისტრი – მაკრონს: რუსეთი საფრთხეა და ამის დამალვა, ან შელამაზება საჭირო არ არის
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის იური ლუიკის განცხადებით, დღეს ნატოს საჭიროება იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესღაც იყო, რადგან რუსეთი კვლავ გახდა საფრთხე.
„რაც შეიძლება მეტი კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ საერთო ფასეულობებსა და რეალურ საფრთხეებზე. უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი – საფრთხეა. არ აქვს აზრი ამის დამალვას ან ამის შელამაზებას“, – განაცხადა ლუიკმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთთან დამატებითი დიალოგია საჭირო.
ლუიკოს თქმით, ესტონეთი ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებს.
„რუსეთში ელჩად ვმუშაობდი და კარგად მაქვს გააზრებული, რომ რუსებისთვის ამგვარ დიალოგს არანაირი ფასეულობა არ გააჩნია. რუსებს, რასაკვირველია, ამის სანაცვლოდ რაღაცის მიღება სურთ. მაგრამ ვერ მივცემთ მათ იმას, რაც სურთ“, – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, თუმცა არ დაუზუსტებია რა სურთ რუსებს.
დღეს, ლონდონში ნატოს საიუბილეო სამიტი იწყება, რომელიც ხვალ დასრულდება.
განსახილველ საკითხებს შორის იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ ალიანსთან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული სკანდალური განცხადებები.