ფარეხასთან ავარიისას დაშავებული მესამე ახალგაზრდაც გარდაიცვალა

ახალციხეში, ფარეხას გზაზე, ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად, დაშავებული 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც ტრავმატოლოგიურში მკურნალობდა, რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.
22 ნოემბერს, ახალციხეში, ფარეხის გზაზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა ერთი კი დაშავდა. მედიკოსები 24 წლის ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ. მას  გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები